გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: რაც ახლა  თქვენ წაიკითხეთ, ამ თავისთვის მარტივად შეგეძლოთ დაგერქმიათ „პოლიტიკური რევანშის მცდელობის თავი

4-09-2018


მმართველი გუნდის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხალხის დაზაფვრის წყურვილი პარლამენტის კომპეტენცია არაა.

მისივე თქმით, როდესაც სამართლებრივ საკითხებზეა საუბარი, კონკრეტულ პირთან მიმართებით ციტირება უნდა მოხდეს, რომელ არაჯეროვან და არაეფექტურ კონტროლზეა საუბარი.

„იმდენად აბსურდული საკითხები წამოწიეთ, რომ არ ვიცი ამ საკითხებზე ღირს მსჯელობა თუ არა. მე მეგონა, რომ ცოტა უფრო მეტი სამართლებრივი საკითხებით იქნებოდა გაჯერებული თქვენი ეს თავი ამ დასკვნაში. შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ სოსო თოფურიძე ატარებდა ხოლმე თუ არ ვცდები ასეთ დამძაფრავ ბრიფინგებს, რომ ხალხი დაეშინებინათ და რაც წაიკითხა ბატონამ ოთარმა ეს შთაბეჭდილება შემექმნა ერთი-ერთში. პარლამენტის წევრები ვართ, პარლამენტის წევრი ბრძანდებით და არ მგონია პარლამენტარის კომპეტენცია იყოს ამ ფორმით ამ სტილში რევანშის და ხალხის დაზაფვრის წყურვილი. გააცნობიერეთ ერთხელ და სამუდამოდ რომ თქვენ ამის კომპეტენცია არ გაქვთ და შესაბამისად ამ თავს შეგიძლიათ დაარქვათ „პოლიტიკური რევანშის მცდელობის თავი“. აბსოლუტურად დაცლილია სამართლებრივი საკითხებისგან.

 

თუ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე საუბრობთ გადმოიტანეთ ხოლმე და ციტირება მოახდინეთ კონკრეტულ პირთან მიმართებაში რომელ არაჯეროვან და არაეფექტურ კონტროლზეა საუბარი. ჯერ ერთი, ეს არაჯეროვანი და არაეფექტური კონტროლი ISIS იყენებს ამას, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო იყენებს ამას, და შესაბამისად გამოიყენება ომის დანაშაულზე, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე და გენოციდზე. ან ამის ციტირებას რომ ახდენთ სწორად მაინც მოახდინეთ ციტირება, რა კონცეფციაა საერთოდ. ისიც ვერ გაგირკვევიათ რა სამართლებრივი კონცეფცია რა კონტექსტში უნდა გამოიყენოთ.

 

მეორე, ცინცაბაძის შემთხვევა რომ მოიყვანეთ, რომელი წლის საქმეა ხომ არ შეგვახსენებთ და რატომ არ არის წელი მითითებული? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენი დროის კი არ არის, იმ არაეფექტური და ასეთი ბრიფინგებით ჩატარებული გამოძიებული საქმეების დროინდელია, როდესაც ასეთი საქმეები ამ ფორმით და ამ მტკიცებულებითი სტანდარტით გამოიძიებოდა. ზუსტად ის არის ცინცაბაძის საქმე 2011 წელს რომ გამოიტანა სტრასბურგმა გადაწყვეტილება და რომელ წელზე? 2005 წელზე. ამ სტილის ბრიფინგებით რომ ხდებოდა ხალხის პასუხისგებაში მიცემა. ჯერ ხდებოდა დაჭერა, მერე ხდებოდა დანაშაულის აღიარება და დაბრალება, რომ ეღიარებინა, ოღონდ მანამდე ხდებოდა სახლის ან სხვა რამის გადაფორმება და მერე ხდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მერე ხდებოდა ის რომ 23 000-ით იყო ციხეები გავსებული. ეს არის ის თავი რაც წარმოადგინეთ, გამოვლინება იმისი თოფურიძე რასაც აკეთებდა თავის პრეს-კონფერენციებით, რომ ხალხი დაზაფრული იყო და იმის შთაბეჭდილებას ტოვებდა რომ „ყველას დაგიჭეთ“ და „ყველანი ციხეში“ - მე აქ სამართლებრივი არგუმენტები და მსჯელობა ვერ წავიკითხე“- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930