გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

4-09-2018

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ, თანამდებობა დატოვა.

ბარაბაძის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება „ხორავას ქუჩის საქმეს“ უკავშირდება.

არსებული ინფორმაციით, ბარაბაძემ სამეურვეო საბჭოს თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით ადრეც მიმართა, თუმცა მაშინ მისი განცხადება არ დააკმაყოფილეს.

„მაშინ სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ ეტაპისთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამეღო საკუთარ თავზე და სასწავლო პროცესი მიმეყვანა ბოლომდე. რა თქმა უნდა, მე კანონმდებლობა არ მავალდებულებდა თანამდებობის დატოვებას, მაგრამ მე მორალურად პასუხისმგებლობას ვგრძნობდი" - თქვა ხათუნა ბარაბაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად ორი მოზარდი გარდაიცვალა. სისხლიან გარჩევაში პირველი ექსპერიმენტულის და 51-ე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930