9-10-2023
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფოსტის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე - ფოსტის მსოფლიო დღე მიულოცა. გაერომ წლევანდელ მსოფლიო ფოსტის დღე „ერთად ნდობისთვის: ვითანამშრომლოთ უსაფრთხო და დაკავშირებული მომავლისთვის" თემატიკით აღნიშნა.
„ფოსტის სფერო წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს, რომელიც ნებისმიერი სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. ციფრულ ერაში, ტექნიკის და მაღალი ტექნოლოგიების გლობალური პროგრესის მიუხედავად, ფოსტის განვითარებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ადამიანებს შორის კავშირის დამყარებაში, წარმოების, ვაჭრობის და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
საფოსტო მომსახურების, როგორც სერვისის მიმწოდებლის წარმატების საფუძველი ნდობაშია. დღეს, ფოსტის მილიონობით თანამშრომელს ანდობს მსოფლიოს მაცხოვრებლები მათთვის მნიშვნელოვან ნივთებსა და გზავნილებს," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ციფრული ტრანსფორმაციის მიმდინარე პროცესებში საფოსტო სამყაროს დიდი პოტენციალი სწორედ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობებით და მისი ფართო ქსელის მეშვეობით ხორციელდება. „ერთად ნდობისთვის" არის მოწოდება მოქმედებისკენ, რათა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაერთიანდნენ ციფრული საფოსტო სფეროს განვითარებისთვის, რომელიც დაეხმარება მოსახლეობას, წვდომა ჰქონდეს ციფრულ ეკონომიკაზე," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024