გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ ირანის მოქალაქეებს ნარკოდანაშაულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

4-09-2018


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც სიანფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულებს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს - შ.ჰ.-ს და ბ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ შ.ჰ.-მ - 52,7647 გრ., ხოლო ბ.მ.-მ - 83,2132 გრ. ,,ჰეროინი“ და თავიანთ  სხეულში ინახავდნენ.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად შ.ჰ. და ბ.მ. სამართალდამცველებმა 2018 წლის 2 სექტემბერს სადახლოში დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას სხეულში აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“.

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა შ.ჰ.-ს და ბ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) წარუდგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შ.ჰ.-სთვის და ბ.მ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- ნათქვამია განცხადებაში.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031