9-10-2023
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ახლოვდება და მინდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლეებიდან სამი - ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში, რადიკალურმაოპოზიციამ გადაიბირა. მისივე თქმით, პარალელურად წარმოებს დანარჩენი მოსამართლეების მიმართ ბულინგის კამპანია.
“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ახლოვდება და მინდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. აქაური აგენტურა ლაპარაკობს, რომ რადიკალურ ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოში სამი მოსამართლე „გადაქაჩული“ ყავთ - ესენი არიან იმერლიშვილი - კვერენჩხილაძე და ტუღუში. ეს სამი ხმა მათ არ ჰყოფნით და აქტიურად მიმდინარეობს კიდევ ერთი მოსამართლის „დავერბოვკება“, „გადაქაჩვა“.
ამის პარალელურად მათ დაიწყეს ბინძური ბულინგის კამპანია მოსამართლეების წინააღმდეგ. ამ ყველაფრის მიზანი არის მხოლოდ ერთი - საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინონ უკანონო გადაწყვეტილება!” - წერს ნიკოლეიშვილი Facebook- ზე.
16-11-2024
16-11-2024