გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლები გენერალური დირექტორის გადადგომას ითხოვენ

4-09-2018

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა ნაწილი თანამდებობიდან გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ.
შეხვედრა, რომელიც დღეს მაღლაფერიძესა და მაუწყებლის თანამშრომელთა შორის შედგა, უშედეგოდ დასრულდა.
„საქმე არის ძალიან ცუდად, იმიტომ რომ შეპირებული გათავისუფლება ამ ადამიანების მაინც მოხდება დღეს და ეს პროცესები გადაინაცვლებს აუცილებლად სასამართლო დარბაზში.
ვითხოვთ პრემიერ-მინისტრსა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედარას. ჩვენ ვითხოვთ, რომ პირადად ის, როგორც მოქალაქე ჩაერთოს ამ პროცესებში, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტრიალებს ნამდვილად ძალიან მძიმე პროცესები, რაც აუცილებლად გამოიწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას საოზგადოებაში. 
ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება გენერალური დირექტორის გადადგომა, რადგან ის ვერ მართავს პროცესებს. მე მაინტერესებს, რამდენად იცნობდა მაღლაფერიძე იმ ხალხს, რომელთა ფაქტიურად გაშვებას მოაწერა ხელი?“- განაცხადა ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 150 თანამშრომელს ხელმძღვანელობამ საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვა შესთავაზა, რამაც თანამშრომელთა უკმაყოფილება გამოიწვია,

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31