გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

10-10-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკას მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში, ორი მოქალაქე, გასაბერი  ნავიდან, ელექტროშოკური აპარატით ახდენდა უკანონო თევზჭერას.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასაბერი ნავი, ორი ერთეული ჩოგანბადე, ელექტროშოკური აპარატი, აკუმულატორი და სხვა აღჭურვილობა დალუქეს. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.


მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31