5-09-2018
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, მარკ სიმაკოვსკის განცხადებით, რუსეთის მიმართ აშშ-ს მიერ გამოცხადებული სანქციები არასაკმარისია, რადგან თუ რუსეთს მიაჩნია, რომ ამერიკის ინტერესებისთვის დარტყმის მიყენება სურს, საფასურის მიუხედავად ამას მაინც გააკეთებს.
ეგ განცხადება სიმაკოვსკიმ «Radio Voice of America»-სთან ინტერვიუში გააკეთა.
"გაურკვევლობას ის ქმნის - მიაჩნია თუ არა რუსეთის ფედერაციას, რომ ამერიკის ადმინისტრაციასთან კულისებიდან მიდგომის საშუალება აქვს. ანუ, მიუხედავად რიტორიკისა და სანქციებისა, არის თუ არა თეთრ სახლში პრეზიდენტი, რომელიც კრიზისის დროს იყოყმანებს ან კრიზისის დროს ნატოს მოკავშირის დაცვისგან თავს შეიკავებს. ეს პრეზიდენტი მე მაჩვენებს, რომ მზადაა იყოყმანოს ჩვენი მოკავშირეების დაცვაზე მისი განცხადებებიდან და „ტვირთის განაწილების“ მოთხოვნიდან გამომდინარე. შესაძლებლობების ეს ფანჯარა ძალიან პატარაა. თუ შეერთებულმა შტატებმა პოტენციური კრიზისის დროს მოკავშირის დაცვაზე, ნატოს ხელშეკრულების ვალდებულების შესრულებაზე იყოყმანა, ალიანსი შეიძლება ძალიან მალე დაიშალოს. პრეზიდენტის სკეპტიკურობა ნატოსა და მოკავშირეების მიმართ ძალიან მაწუხებს. კითხვები იმის შესახებ, თუ როგორი გავლენა ექნება ამას ტრანსატლანტიკურ ერთიანობაზე და ამერიკის მხრიდან კრიზისის რეაგირებაზე ახალი გაჩენილია. მიუხედავად სხვა პრეზიდენტების სკეპტიკურობისა ან რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილისა, ნატოს მიმართ ამერიკის პრეზიდენტების მხარდაჭერა ყოველთვის ფუნდამენტური იყო. ეს ურყევი მხარდაჭერა თეთრ სახლში, ჩემი აზრით, დღეს არ არსებობს"-აცხადებს სიმაკოვსკი.