გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია ოთარ კახიძეს: ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სხვა როლიდან რომ იხილავდეთ, რა ტიპის პოლიტიკურ სასჯელს მოიფიქრებდით?

5-09-2018


 

მმართველი გუნდის წევრმა, ეკა ბესელიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, ოთარ კახიძეს კითხვით მიმართა.

ბესელიამ კახიძეს კითხა, თუ რა პოლიტიკურ სასჯელს მოიფიქრებდა ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებისთვის.

 

„განცხადებების გამო, რომ პირთა პასუხისმგებლობის საკითხების დაყენებას ითხოვთ, აი, თქვენ რომ ახლა იხილავდეთ, მაგალითად სხვა როლიდან, ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ამას აფასებდეთ ამ პოლიტიკურ ჭრილში და არა იმისთვის, რისთვისაც გასამართლებულია, ორი გვამი მინდაო რომ იძახდა, ასეთი განცხადებისთვის რა კვალიფიკაციას მისცემდით, ბატონო ოთარ, სხვა როლიდან რომ უყურებდეთ ამ პროცესს. თქვენ ხომ განცხადებების გამო ასამართლებთ ამ ადამიანებს და პასუხისმგებლობას ითხოვთ, ასეთი განცხადებებისთვის რა ტიპის პოლიტიკურ სასჯელს მოიფიქრებდით, იქნებ ესეც იმ პასუხებში მიაყოლოთ და ესეც გვითხრათ, მე სხვა პოლიტიკური არგუმენტი ასეთ ჩამონათვალზე არ და ვერ მექნება“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

ეკა ბესელიას ამ განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

 

„ეგ მართლა კონტრასტული შედარებაა, მაგ განცხადებაზე თქვენი გუნდიდან არასდროს არავის ბოდიშიც კი არ მოუხდია და დღეს სრულიად ნეიტრალურ განცხადებაზე, რომელიც საქმიან პროცესში გაკეთდა, ითხოვთ მინისტრების გადადგომას, ხვდებით ხომ, როგორ შეიცვალა ცხოვრება საქართველოში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში „ევროპული საქართველოს“ წევრებმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031