გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე ვენეციის კომისიის შენიშვნებში ფარულად იკითხება სასამართლოს დათმობის მოთხოვნა, რაც სახელმწიფოს ჩუქების ტოლფასია

10-10-2023

"პატივს ვცემთ ვენეციის კომისიას, მაგრამ, როდესაც შენიშვნების ქვეტექსტს სხვაგვარად ვკითხულობთ, გვაქვს უფლება, ამაზე ხმამაღლა ვისაუბროთ და დავსვათ ლეგიტიმური კითხვები." ვკითხულობთ, გვაქვს უფლება, ამაზე ხმამაღლა ვისაუბროთ და დავსვათ ლეგიტიმური კითხვები," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ჩიბურდანიძის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში ფარულად იკითხება სასამართლოს დათმობის მოთხოვნა, რაც სახელმწიფოს ჩუქების ტოლფასია.

 

"ვენეციის კომისიის დასკვნაში ღია შენიშვნები სასამართლო რეფორმაზე, თითქოსდა მისაღები უნდა იყოს ყველა დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქისთვის, მაგრამ, აქ სულ სხვა გარემოება გვაქვს - ამ შენიშვნებში ფარულად იკითხება სასამართლოს დათმობის მოთხოვნა, რაც სახელმწიფოს ჩუქების ტოლფასია. ყველამ კარგად იცის, რომ თუ გინდა ხელში ჩაიგდო სხვა ქვეყნის მართვის სადავეები, უნდა წაართვა სასამართლო, ან უნდა წაართვა მშვიდობა. ჩვენს შემთხვევაში შემოტევა ორივეზეა. ვენეციის კომისიის დასკვნა სტატუსის მონიჭების წინ მორიგი მსუყე ლუკმაა ოპოზიციისთვის, ისევ და ისევ ქვეყანაში დესტაბილიზაციას და პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ცუდად მახსენდება ისრაელში სასამართლო რეფორმის მოთხოვნით ლამის სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და დღეს უკვე ცეცხლში გახვეული ქვეყანა. გაზაფხულზე თავად ისრაელის ხელისუფლებისგან გავიგეთ, რომ მათზე ზეწოლას ახდენდნენ გარე ძალები... პატივს ვცემთ ვენეციის კომისიას, მაგრამ, როდესაც შენიშვნების ქვეტექსტს სხვაგვარად ვკითხულობთ, გვაქვს უფლება, ამაზე ხმამაღლა ვისაუბროთ და დავსვათ ლეგიტიმური კითხვები," - წერს ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930