გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: დღეს ქართულ სახელმწიფოში რევოლუციური სცენარით არც ხელისუფლება შეიცვლება და ვერც ერთი სხვა ძალა ვერ მოვა ქვეყნის სათავეში

10-10-2023

„დღეს მიმდინარეობს საკმაოდ დაძაბული პროცესები და საკმაოდ ტურბულენტურ ზონაში ვართ, მაინც გამოკვეთა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საჭიროება ქართულ პოლიტიკაში აღარ არის“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ ისაუბრა.

 

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის პარტია, რომელსაც რევანშისტული დღის წესრიგი აქვს მუდამ.

 

„რეალურად, 7 ნოემბრის თემა და საქმე ვერავის ვერ გადაბრალდება. ბრალეულობას დაადგენს სასამართლო. მე უდანაშაულობის პრეზუმფციას, რა თქმა უნდა, არ ვარღვევ, მაგრამ ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილის ჩართულობა გამოიკვეთება იმიტომ, რომ ის იყო ქვეყნის პირველი პირი და მის გარეშე არაფერი არ ხდებოდა. მართლა პოლიციური მმართველობა გვქონდა, მთელი სისტემა იდგა ადამიანების სისხლზე და გვამებზე.

 

დიახ, 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი სისხლიანი ფურცელი „ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიაში, რომელსაც ისინი ვერაფრით ვერ ამოშლიან, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა. მისი რეჟიმი იყო და დარჩება დამნაშავედ ამ უბედურებაში, რასაც ჰქვია 7 ნოემბერი, 26 მაისი და სხვა.

 

უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილი ახლა პოლიტიკურ აგონიაშია. რეალურად მან ვეღარ იპოვა საკუთარი როლი და თავი იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიყვება და არიან აბსოლუტურად ქაოტურად. შინაარსობრივად ერთი განცხადებაც კი არ კეთდება.

 

თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებიც კი, რომლებსაც სამწუხაროდ, ვიცნობ დაბნეულები არიან, აღარ იციან რა დაიჯერონ და რა არ დაიჯერონ. კარგია, ეს პროცესი აუცილებელი იყო.

 

ჩვენ ამ პროცესამდე მოგვიყვანა იმ განვლილმა პერიოდმა. ერთგვარი პოლიტიკური ფილტრაცია მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის, დაჯგუფების, მე მას კლანურ დაჯგუფებას ვუწოდებ იმიტომ, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესები აქვთ და ეს არის პარტია, რომელსაც რევანშისტული დღის წესრიგი აქვს მუდამ. დღეს მიმდინარეობს საკმაოდ დაძაბული პროცესები და საკმაოდ ტურბულენტურ ზონაში ვართ, მაინც გამოკვეთა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საჭიროება ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. რევანშისტული დღის წესრიგის და პოლიტიკის მატარებელი ძალა აღარ სჭირდება დღეს ქართულ საზოგადოებას.

 

ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, მშვიდობა და გააზრებული მოქმედებები. დღეს ქართულ სახელმწიფოში აღარ არის რევოლუციური სცენარების დრო. დღეს ქართულ სახელმწიფოში რევოლუციური სცენარით არც ხელისუფლება შეიცვლება და ვერც ერთი სხვა ძალა ვერ მოვა ხელისუფლებაში. რატომ? იმიტომ, რომ ყველა ინსტიტუტი მუშაობს გამართულად. ანუ, ჩვენ სახელმწიფოში ინსტიტუციური მდგრადობა გაქვს. ამ რყევებსაც ძალიან თამამად და გამომწვევად ვართმევთ თავს. აქედან გამომდინარე, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა. იმ პროცესებში, რა პროცესების მონაწილე თავად იყო, უბრალოდ ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას. ამას სასამართლო და სამართალი თავის სახელს დაარქმევს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930