11-10-2023
საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახალი, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, „კალიების წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამის" მიმდინარეობას გაეცნო.
გაეროს წარმომადგენლებმა რეგიონში მობილიზებული სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებულ ტექნიკა დაათვალიერეს. შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ფერმერებთან.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ფერმერების აზრი იმ პროგრამის ეფექტიანობისა შესახებ, რომელიც საქართველოში ამჟამად ხორციელდება და რომელიც კალიებთან ბრძოლის ახალ მეთოდებს მოიცავს", - აღნიშნა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახალიმ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმატებით დაინერგა კალიების მართვისა და კონტროლის სისტემები, ამ მიმართულებით აღინიშნება ხელშესახები შედეგებიც. გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაცია, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აღნიშნულ პროგრამას 2011 წლიდან ახორციელებს.
16-11-2024
16-11-2024