გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების  გადამეტების ფაქტზე რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები დააკავა

11-01-2018


 

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების  გადამეტების ფაქტზე შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის . რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები .. და  .. დააკავეს.

აღნიშნულზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს საღამოს საათებში  .. მეგობრებთან ერთად  . რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდნენ შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის .რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები .. და  .. და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვესსაუბრისას ..- მიერ მოთხოვნილ განმარტებას, თუ რა მიზეზით უნდა დაეტოვებინა ტერიტორია, პოლიციელების მხრიდან მოჰყვა გაღიზიანება, რა დროსაც მათ ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი  შეურაცხყოფა და მოსთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლაშეშინებული .. გაიქცა, რომელსაც  პოლიციელები დაედევნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ..- მოახდინა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გასროლა, შემდეგ კი მათ წაქცეულ ..- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333- მუხლის მესამე ნაწილისქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას  ხუთიდან რვა წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით  ითვალისწინებს“-ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930