11-10-2023
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, უნგრეთი არის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე.
„უნგრეთი არის ის ქვეყანა, რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, ხმამაღლა აფიქსირებს ამ პოზიციას და არა მხოლოდ მხარდამჭერია, არამედ ინიციატორიც არის საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების ევროკავშირის საბჭოში, რაც ჩვენთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, სწორედ ასეთი მხარდაჭერა გვჭირდება.
ამ პერიოდში, როდესაც საქართველოს საკითხი კვლავ უნდა დადგეს ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგში, მნიშვნელოვანია, რომ თავად არის საქართველოში, თავად შეუძლია შეხვდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და კიდევ უფრო მეტად შეიქმნას წარმოდგენა ქვეყანაზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ვიქტორ ორბანი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში დღეს იწყებს. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 10 ოქტომბერს ეწვია.
16-11-2024
16-11-2024