გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი უნგრეთის პრემიერის ვიზიტზე: ეს არის კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის

12-10-2023

„უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების გზაზე უაღრესად მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა მედიასთან.

 

სოზარ სუბარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა.

 

„ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია ორბანი, ადამიანი, რომელიც ძალიან სწორად აფასებს, რომ არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული თავის დროზე, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს.

 

ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური კავშირები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ვითარდება, რადგან ორ ქვეყანას შორის კავშირი არ შეიძლება განყენებულად აღვიქვათ. ეს არის კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებისთვის. ეს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728