გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს

12-10-2023

მე არ შემიძელია არ ავღნიშნო ბატონი ვიქტორ ორბანის ღვაწლი აი ამ ნამდვილი პასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.


როგოეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნგრელ ხალხს გაუმართლათ, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი.


„აქვე მინდა ავღნიშნო, რომ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც შეიძლება ითქვას გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში და ზოგადად ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში. ეს მოიცავს რათქმაუნდა ჩვენი ქვეყნების სამშობლოსა და ჩვენი მრწამსის რელიგიისადმი ერთგულებას, ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ტრადიციების პატივისცემას და მე არ შემიძელია არ ავღნიშნო ბატონი ვიქტორ ორბანის ღვაწლი აი ამ ნამდვილი პასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში, მე უნგრეთში ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ უნგრელ ხალხს გაუმართლათ, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30