გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: უნგრეთთან ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული ხელშესახები წინსვლა და შედეგები, მე ვფიქრობ დღევანდელი დღეც სწორედ საფუძველს ჩაუყრის კიდევ უფრო მეტი შედეგების მოტანას ჩვენი ქვეყნებისთვის ჩვენი ხალხებისთვის

12-10-2023

2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის სწორი, პრაგმატული და პატრიოტული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს ერთადერთი უპრეცენდენტო მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი, რამაც მოიტანა კონკრეტული ხელშესახები, ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა და კეთილდღეობა ცმოუტანა ჩვენს ხალხს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თმით, ბოლო 10 წელიწადში მთავრობამ და მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა მაქსიმუმი საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად.


„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, პრემიერ მინისტრთან ჩვენ განვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რომელიც შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, უსაფრთხოებას, თავდაცვის საკითხებს, განათლებას, კულტურას, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხელშესახები წინსვლა და შედეგები, მე ვფიქრობ დღევანდელი დღეც სწორედ საფუძველს ჩაუყრის კიდევ უფრო მეტი შედეგების მოტანას ჩვენი ქვეყნებისთვის ჩვენი ხალხებისთვის.


მე ასევე მინდა ვთქვა, რომ რათქმაუნდა დღეს საქართველო იმყოფება საკმაოდ რთულ ვითარებაში, გეოპოლიტიკური ვითარება არის ძალიან შეცვლილი მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე განსაკუთრებით მას შემდეგ რაც დაიწყო უკრაინაში ომი და იცით, რომ პირველი ომი ჩვენს ქვეყანაში იყო 2008 წელს რამაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 % ოკუპაცია რუსეთის მიერ, 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის სწორი, პრაგმატული და პატრიოტული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს ერთადერთი უპრეცენდენტო მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი, რამაც მოიტანა კონკრეტული ხელშესახები, ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა და კეთილდღეობა ცმოუტანა ჩვენს ხალხს. აქვე მინდა ავღნიშნო და ამის შესახებ რათქმაუნდა ბატონი პრემიერი არის ინფორმირებული, რომ ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა მთავრობამ და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა მაქსიმუმი საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად. თუ რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი ეს ყველა შედეგი სწორე ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება ევროპასთან, უვიზო რეჟიმის მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930