გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: ჩვენ დღეს საგამოძიებო კომისიას წარვუდგენთ დასკვნას, რომელიც არის ობიექტური  და დაცლილი ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებისგან

5-09-2018


 მმართველი გუნდის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ხორავას ქუჩის საქმეზე“ „ევროპული საქართველოს“ დასკვნა გაჯერებულია ვიწრო პოლიტიკური, პარტიული ინტერესებით.

მისივე თქმით, კომისიის ამოცანაა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადოს და კონკრეტული ფაქტები დაადგინოს.

„მმართველმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, გამოიჩინა მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში. ეს არის უპრეცედენტო რამ, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ყველა ინსტანცია ამოწურული ამ საქმეში - შექმნილია საგამოძიებო კომისია. მომდევნო პასუხისმგებლიანი ნაბიჯი მმართველი გუნდის მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ კომისიის მართვა გადავეცით საპარლამენტო უმცირესობას, რათა ეს პროცესი დაცლილიყო მაქსიმალურად რაიმე სახის მიკერძოებისგან და მივეცით შანსი საპარლამენტო ოპოზიციას რომ ყოფილიყვნენ ობიექტურნი. თქვენ ყველა, ჩვენი საზოგადოება ადევნებდა თვალს თუ რა პროცესით მიმდინარეობდა ამ კომისიის მიმდინარეობა, რამდენად გამჭირვალედ. ჩვენ ყოველთვის გვქონდა სურვილი და ყოველთვის გვიწევდა შეხსენება იმის, რომ საგამოძიებო კომისიას უნდა წარემართა თავისი საქმიანობა ობიექტურად და ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან მოვუწოდებდით, რომ არ ეჩქარათ რეკომენდაციების გაცემასთან დაკავშირებით და ასე შემდგომ, თუმცა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით არ იყო თანხვედრა.

რა ვითარება გვაქვს დღეს და რა გამოავლინა საგამოძიებო კომისიამ. მინდა გითხრათ, რომ წარმოვადგინეთ დასკვნა, რომელსაც წარვუდგენთ დღეს კომისიას. ეს არის ობიექტური დასკვნა, დაცლილი ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებისგან. განსხვავებით იმ დოკუმენტისგან რომელიც წარმოადგინა „ევროპულმა საქართველომ“, რომელიც გაჯერებულია ვიწრო პოლიტიკური, პარტიული ინტერესებით. ეს არის მცდელობა პოლიტიკური რევანშის, რომლის შესაძლებლობასაც ჩვენ არ მივცემთ არავის, ვინაიდან ჩვენი ამოცანაა დავდოთ ობიექტური ჭეშმარიტება საქმეზე და დავადგინოთ კონკრეტული ფაქტები.

ჩვენ დავადგიონეთ, რომ ადგილი ჰქონდა გამოძიების წარმართვის პროცესში ხარვეზებს. რომ ამ ხარვეზებმა გავლენა იქონია მტკიცებულებათა ხარისხზე. ჩვენ დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა კომუნიკაციის პრობლემას დაზარალებულ ოჯახებთან და საზოგადოებასთან  - შესაბამისი ორგანოების მხრიდან. დავადგინეთ და ვადგენთ, რომ საჭიროა რეკომენდაციების გაცემა ამ მიმართულებით. საჭიროა სისტემის რეფორმირება, რომ ჩვენ გვქონდეს ეფექტური საგამოძიებო სისტემა. ჩვენ დავადგინეთ კონკრეტული რეკომენდაციებით კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ის, რომ აუცილებელია ცალკეულ პირებთან მიმართებაში საგამოძიებო ორგანო დაინტერესდეს მათ როლთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით სისხლის სამართლებრივი დევნის გამხორციელებელი ორგანო, რისი სურვილიც აქვს ოპოზიციას და ჩვენ ვერ ვიქნებით სადამსჯელო ორგანო. ამიტომ ჩვენ ვიქნებით ობიექტურები და ობიექტურ დასკვნას წარმოვადგენთ“- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930