გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში, ბეერშევას პარკში ხელოვნურსაფარიანი, მინისტადიონი შენდება

16-10-2023

ქ. ონის ბეერშევას პარკში ხელოვნურსაფარიანი, მინი სტადიონის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

პროექტი აკმაყოფილებს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის, მასტერ ლიგის სტანდარტებს, სადაც თამაში მიმდინარეობს 7x7-ზე, 1 მეკარისა და 6 ფეხბურთელის მონაწილეობით.

 

ამ დროისთვის დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოები. დამუშავდა მოედნის გრუნტი, მოეწყო მოედნის პერიმეტრის წერტილოვანი საძირკვლები, ასევე რკინაბეტონის საყრდენი კედელი და სადრენაჟე სისტემა ღორღის ფრაქციით.

 

მოედნის კეთილმოწყობაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 255 999 ლარი გამოიყო. რომელის დასრულება 2023 წლის ნოემბრის თვეში იგეგმება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30