გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის მთავრობა: აფხაზეთი აგრძელებს თვითიზოლაციას

5-09-2018

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ენგურის ხიდზე ე.წ.საბაჟო პუნქტის გახსნას აანონსებს. 
ამის შესახებ განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გაავრცელა.
„აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი მისი ე.წ. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ცდილობს ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა უფრო მეტ სიდუხჭირეში ჩააგდოს და საქართველოს მთავრობის სავაჭრო ინიციატივის საპასუხოდ, ენგურის ხიდზე ე.წ.საბაჟო პუნქტის გახსნას აანონსებს. ამ ქმედებით ის აძლიერებეს ოკუპირებული აფხაზეთის თვითიზოლაციას და ადგილობრივი მოსახლეობის გაღატაკებას უწყობს ხელს. მისი ე.წ. მმართველობის პერიოდში გადადგმული ყველა ნაბიჯი არაკონსტრუქციულია და მიზნად ისახავს მდგომარეობის ესკალაციას და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს სამშვიდობო პროცესზე.
ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნა, მნიშვნელოვნად გააძვირებს პროდუქტებს როგორც გალის ბაზარში, ასევე მთელ ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც ეწინააღმდეგება მოსახლეობის ინტერესს.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა გიყვარდეს მოსახლეობა და როგორ უნდა ანაცვალო პირადი ამბიციები ხალხის კეთილდღეობას“- ნათქვამია განცხადე

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930