კასპში ვეტერანთა დღე აღინიშნა
17-10-2023
დღეს კასპში საქართველოს ვეტერანთა დღე აღინიშნა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და დაუმარცხებელი ქართველი გენერლის გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
მათ, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
17 ოქტომბერი არის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღე. ადამიანების, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისათვის თავდაუზოგავად იბრძოლეს და მათგან ბევრი საკუთარ ოჯახებს ვეღარ დაუბრუნდა.
საქართველოში ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მეათედ აღინიშნა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ვეტერანს ულოცავს დღევანდელ დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მადლობას უხდის ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელი ღვაწლისთვის.