11-01-2018
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს განახლდება.
მისი ადვოკატის განცხადებით, გენერალური პროკურატურა კვლავ მოითხოვს მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებას და ამ მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
„გენერალური პროკურატურა კვლავ მოითხოვს მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებას და ამ მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
ამ საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში სხდომა დღეს გაიმართება. სხდომას მოსამართლეთა კოლეგია ჩაატარებს. პროცესზე უმაღლესი რადას დეპუტატებს ველოდებით. დაცვის მხარე სხდომისთვის მზადაა და ამიტომ, გამარჯვების იმედი გვაქვს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა.