გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე: პარტნიორ ქვეყნებთან ინტენსიური თანამშრომლობა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება

17-10-2023

საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთნ მჭიდრო, მრავალმხრივ, განგრძობით თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.


მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ურთიერთნდობასა და ერთობლივ ღირებულებებს ეფუძნება.


თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, აშშ-ის მხრიდან გაწეული პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერა მიმოიხილა, ახლო მომავალში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა.


„ეს არის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, ჩვენი ჯარისკაცების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილებასა და წესებზე დაფუძნებული უსაფრთხოების წესრიგის ერთგულებას ემყარება. გასულ წელს, აშშ-დან დაახლოებით 68 მილიონი ამერიკული დოლარის დახმარება მივიღეთ. წელსაც ანალოგიურ დახმარებას მივიღებთ. ეს ტენდენცია და ზოგადად, გრანტის სახით დაფინანსების ტენდენცია არის მზარდი, იმდენად მზარდი, რომ რამდენიმე მათგანი, მაგ. EPF, გერმანიის გრანტები, რომელიც უპრეცედენტოა, აქამდე არ ყოფილა და ბოლო რამდენიმე წელია, რაც აღნიშნული დახმარებები მივიღეთ“,- აღნიშნა ბურჭულაძემ. 


ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სფეროს კონკრეტული მიმართულებებიც დაასახელა, რომელთა განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში აშშ არის ჩართული.


„ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით მიმდინარეობს სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ეროვნული გვარდიის შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაცია; აქტიურად გრძელდება კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით თანამშრომლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით“, - აცხადებს ბურჭულაძე. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930