გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, თავდაცვის უწყება ახალგაზრდებთან აქტიურად მუშაობს - თავდაცვის მინისტრი

17-10-2023

საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყების ინიციატივით არაერთი პროექტი მიმდინარეობს, სადაც ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ.


„წელს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით დავიწყეთ პროექტი „ჯარის ბანაკი“, რომელიც დაახლოებით 800-მა სკოლის მოსწავლემ გაიარა. ძალიან მაღალი იყო დაინტერესება და მასში მონაწილეობის სურვილი. მომავალ წელს ამ პროექტს კიდევ უფრო გავაფართოებთ,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


ჯუანშერ ბურჭულაძემ „ჩვენი ჯარის“ პროექტზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც სამხედროები ყოველწლიურად სტუმრობენ ასობით სკოლას და მოსწავლეებს სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებს აცნობენ.


„დეკადების განმავლობაში ანალოგიური პროექტი არ არსებობდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ ჯარის პოპულარიზაციის კუთხით, მეორეს მხრივ პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30