გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

6-09-2018

რუსთავის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც სიანფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ლ.შ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ლ.შ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ვ.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ.თ. მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ლ.შ. ვ.თ.-ს სიდედრს - ლ.ვ.-ს სიცოცხლის მოსპობით რამოდენიმეჯერ დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ლ.შ. 2018 წლის 27 ივნისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ვაკეში დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
სასამართლომ ლ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031