18-10-2023
ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საზეიმო მიღებაზე, ვეტერანების შვილების და შვილიშვილების ნახატების გამოფენა, გაიმართა. ნახატების ავტორებს, პრემიერ-მინისტრი შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა. მთავრობის მეთაურს, აფხაზეთისა და 2008 წლის ომის ვეტერანის - ზურაბ ჟღენტის შვილებმა - მხატვრებმა ანა და მარიამ ჟღენტებმა, საჩუქრად თავიანთი ნახატი გადასცეს.
ღონისძიებაზე, ასევე, მოწვეულნი იყვნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტის - "მადლობა თავდადებისთვის" მონაწილე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების - ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ა.წერეთლის სახელობის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები. სტუდენტებმა პროექტის ფარგლებში, მოამზადეს ვიდეო-სიუჟეტები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებზე.
ღონისძიების დასასრულს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მხატვარ ბავშვებს, პროექტის, - "მადლობა თავდადებისთვის" მონაწილე სტუდენტებს, მათ ხელმძღვანელებს გულითადი მადლობა გადაუხადა, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
16-11-2024
16-11-2024