გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში მშვიდობისა და ევროინტეგრაციის კურსის შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი „ხალხის ძალას“ ეკუთვნის - მას, რომ „რევოლუციური კონვეიერი“ არ გადაეჭრა, საზოგადოებას მისივე საზიანო ამბოხს მოაწყობინებდნენ

19-10-2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ქვეყანაში რყევის გამოსაწვევ ინსტრუმენტად მიაწოდეს, მთავრობამ კი ის შესაძლებლობად აქცია.

 

„საქართველო, დიდი ალბათობით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რაც კარგია. ჩვენი ქვეყანა ამას იმსახურებს და ეს სჭირდება თავად ევროკავშირსაც.

 

ამისათვის რთული გზა გავიარეთ. იმაზე რთული, ვიდრე ეს გარედან ჩანს. დაჩქარებულად სტატუსი რყევის ინსტრუმენტად მოგვაწოდეს და ჩვენ ეს შესაძლებლობად ვაქციეთ. ამაში ომიც შემოგვთავაზეს და ჩვენ მშვიდობა გავამყარეთ. არც ცალ ფეხზე დავდექით და ღირსეულადაც მოვემზადეთ შემდგომი წინსვლისთვის.

 

ვინც ამ პროცესებში კარგად არის ჩახედული, ის აუცილებლად დამეთანხმება, რომ ამაში უდიდესი წვლილი „ხალხის ძალას“ ეკუთვნის. მას, რომ „რევოლუციური კონვეიერი“ არ გადაეჭრა, საზოგადოებას მისივე საზიანო ამბოხს მოაწყობინებდნენ, რაც უკრაინაში „მაედნის“ სახით უკვე ვნახეთ.

 

სიფრთხილე გრძელდება და საქმე ბოლომდეა მისაყვანი საზოგადოებასთან ერთად“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31