გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 19 წლის იუბილე აღინიშნა

19-10-2023

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადა 19 წლისაა. პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


სტუმრებმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.


ღონისძიების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. სამხედროებს უწყებრივი მედლები - „გენერალი კვინიტაძე", „უმწიკვლო სამსახურისთვის“, „გიორგი ანწუხელიძე", „გენერალი მაზნიაშვილი", „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „საბრძოლო იარისთვის“ გადაეცათ.


გაიმართა სპორტული შეჯიბრიც, სადაც გამარჯვებულ ქვედანაყოფს ბრიგადის გარდამავალი თასი, მედლები და სერტიფიკატები გადაეცა.


ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროების ოჯახის წევრებისა და ვაზიანის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის „ღია კარის დღეც“ მოეწყო. მათ დაათვალიერეს ბრიგადის ტექნიკა და აღჭურვილობა. ღონისძიება გმირთა ხეივანში ხეების დარგვით დასრულდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30