გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

19-10-2023

ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ქალაქ ჰამბურგში ჩატარდა. ღონისძიებას ქართული ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა. სადეგუსტაციოდ წარმოდგენილიიყო 10 ქართული კომპანიის ღვინოები; ღონისძიებას იმპორტიორები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.


დეგუსტაცია-სემინარი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით ჩატარდა და შედგებოდა ორი ეტაპისგან: მასტერკლასი  „საქართველო - ღვინის სამშობლო“და ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია.


ჰამბურგში გამართული ღონისძიება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო გერმანიაში ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად.


გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა.

გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კომპანიის „ff.k Public Relations”  ორგანიზებით, გერმანიაში ქართული ღვინის სარეკლამო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.


ქალაქ ჰამბურგში გამართული დეგუსტაცია-სემინარის ფორმატის მსგავსი კიდევ ორი ღონისძიება მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ფრანკფურტსა და კიოლნში გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30