გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეცნიერი: ნაბახუსევის სინდრომი მალე სრულად გაქრება

19-12-2017

დასავლეთის ქვეყნების მომავალი თაობა მალე უარს იტყვის ტრადიციული ალკოჰოლური სასმელის მოხმარებაზე და მას სინთეტიკურით ჩაანაცვლებს, რომელსაც არ ახასიათებს ალკოჰოლის მიღების შემდგომი სინდრომი, ე.წ. „პახმელია“. ამ დასკვნას მეცნიერი და ფარმაციის საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის ყოფილი მრჩეველი დევიდ ჰატი აქვეყნებს.
მეცნიერის აზრით, სინთეტიკური ალკოჰოლი ორგანიზმზე ისეთივე გავლენას მოახდენს, როგორც ჩვეულებრივი, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მას არ ახლავს თავის ტკივილები და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები. „10-20 წლის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებში ჩვეულებრივი ტრადიციული ალკოჰოლის გამოყენება მკვეთრად შემცირდება“, - ამბობს მეცნიერი.
დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა ასევე შეადგინეს საუზმის ისეთი მენიუ, რომელიც ადამიანებს ეხმარება ალკოჰოლის შემდგომ სინდრომს მარტივად გაუმკლავდნენ.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31