გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი:  როდესაც  პოლიციელის ბრალეულობა დგინდება, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება

11-01-2018


 

ინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ბექა დოჭვირი რუსთავში დაკავებული ორი პოლიციელის ფაქტს ეხმაურება.

 

როგორც ის აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია  აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან, რადგან ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა, რომ არც ერთ შემთხვევაზე არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

 

"საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, . რუსთავის 2 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია  აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან, რადგან ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა, რომ არც ერთ შემთხვევაზე არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

ზოგადად პოლიციელების უპირობო დადანაშაულება გაუმართლებელია, თუმცა აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება"-განაცხადა დოვჭირმა.

შეგახსენებთ, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე რუსთავში შსს-ს ორი თანამშრომელი დააკავეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930