გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა განაგრძობს გაფართოებას და იგი უფრო მეტი მედიკამენტითა და მოსარგებლით იქნება წარმოდგენილი

6-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, გასული წლიდან საქართველოს მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ფაზა დაიწყო, რის შედეგადაც მოსახლეობა ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტზე 50%-იან ფასდაკლებას მიიღებს.


ამის შესახებ ბახტაძემ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა.


„2012 წელს საქართველოს მთავრობამ წამოიწყო ჯანდაცვის სისტემის უპრეცედენტო რეფორმა და აამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, რომელმაც თითოექულ მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, მიეღო ჯანდაცვის ის სერვისები, რომელიც მანამდე არ იყო ხელმისაწვდომი, ფინანსური ბარიერების გამო, ხოლო 2017 წლიდან ჩვენ დავიწყეთ მეორე ფაზა. შეიქმნა ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტზე 50%იან ფასადაკლება. რიგ შემთხევაში კი ეს ფასდაკლება 80%-მდეც გაიზარდა, ხოლო სამი სექტემბრიდან პროგრამით ისარგებლებენ ასაკით პენსიონრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კი აღნიშნული მედიკამენტების შეძენა ერთ წელიწადზე მეტია, სიმბოლურ ფასადაა შესაძლებელი. გარდა ამ ჯგუფებისა, მთავრობამ მთელი მოსახლეობისთვის, განურჩევლად მათი ასაკისა და სოციალური სტატუსისა დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებზე 50%-მდე ფასდაკლების შესაძლებლობის შექმნის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამიოთ გათვალისწინებული ყველა მედიკამენტის მაღალ ხარისხს ადასტურებს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია.


პროგრამა აუცილებლად განაგრძობს გაფართოებას და იგი უფრო მეტი მედიკამენტითა და მოსარგებლით იქნება წარმოდგენილი“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930