გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: რუსული გადაწყვეტილება იყო ის, როდესაც სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ვიზიტის დროს, თვითმფრინავში თანამდებობიდან გაათავისუფლა მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა

20-10-2023

რუსული გადაწყვეტილება და ქცევა იყო ის, რაც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მოხდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ის გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი და პირდაპირ ვიზიტის დროს, თვითმფრინავში გაათავისუფლა თანამდებობიდან მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. აი, ეს არის რუსული მართვა. ჩვენთან ეს მოხდა დემოკრატიული კულტურის შესაბამისად - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.


ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა პრეზიდენტის მიმართვას პარლამენტში, სადაც მან გააჟღერა, რომ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერებს უფრო მოწიწებით ექცეოდნენ ვიდრე მას, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ არავის სჯერა, რომ რუსეთის დავალებით მოხდა დასავლური სტანდარტებით იმპიჩმენტის ინიციირება.


„ვის სჯერა იმის, რომ ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს დავალებას, რომ დაიცვას კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოში ცივილიზებულად, როგორც ეს ხდება დასავლურ დემოკრატიებში.


აშშ-ში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში: იტალიაში, ჩეხეთში, ლიეტუვაში და კიდევ არაერთ ქვეყანაში იყო იმპიჩმენტი ინიციირებული და სასამართლომ და პარლამენტმა ეს საკითხი განიხილეს. ვინმეს სჯერა მაგ ბოდვის რომ რუსეთმა დაავალა საქართველოს ხელისუფლებას რომ დასავლური სტანდარტებით გააკეთე ინიციირება იმპიჩმენტის? ჩვენთან ეს მოხდა დემოკრატიული კულტურის შესაბამისად.


საკითხი განიხილა საკონსტიტუციო სასამართლომ, ჩვენ არ ვეთანხმებით და კრიტიკული მოსაზრება გვაქვს იმ განსხვავებულ დასკვნაზე, რაც დადო სამმა მოსამართლემ, მაგრამ ფაქტია რომ სასამართლომ ამაზე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებდა სასამართლო, ჩვენ პატივს ვცემდით და ჩვენთვის გახდებოდა ის სახელმძღვანელო“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930