გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ პროგრამის ფარგლებში აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კვალიფიციური კადრების შერჩევა მიმდინარეობს

20-10-2023

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ პროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში (ქედა, შუახევი, ხულო) ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახორციელებს კვალიფიციური კადრების შერჩევას და იმ სკოლებში დასაქმებას, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა.


პროგრამის ამოცანაა კვალიფიციური კადრების შესაბამის ვაკანტურ ადგილებზე მოზიდვა და დასაქმება, სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების სასწავლო პროცესში დანერგვა-გამოყენების ხელშეწყობა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.


პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული მასწავლებლები დაიტვირთებიან სკოლებში არსებული ვაკანტური საგაკვეთილო საათებით, შესაბამისი ანაზღაურებით. ამასთან შერჩეული მასწავლებლები მიიღებენ ყოველთვიურ სახელფასო დანამატს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.


„ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულია ინგლისური ენის, მათემატიკის და ფიზიკის მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი 13 საჯარო სკოლაში. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: https://hr.gov.ge/

ვებ-გვერდზე ძიებისას დამსაქმებელში უნდა მიუთითოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930