გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია უტარდება

20-10-2023

ქალაქ კასპში გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოებს, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო.

 

ჩასატარებელ სამუშაოებში შედის, როგორც შიდა ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე გარე სამუშაოები.

 

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთავარ საგამოფენო ოთახს და დერეფანს. გაილესება და შეიღებება კედლები, მოეწყობა ლამინირებული იატაკი, სველ წერტილები და ჭერი.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გარე ინტერიერის, კერძოდ აივნის გადახურვის კონსტრუქციის მოწყობა და აივნის ს ზედაპირის განახლება.

 

მიმდინარე სამუშაოს ი/მ ჯემალ ჭოველიძე ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 82 670 ლარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031