20-10-2023
დღეს, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე, სრულად არის შესრულებული მე-10 რეკომენდაცია. საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რასაც წინ, ძალიან ნაყოფიერი, წელიწადნახევრიანი თანამშრომლობა უძღოდა - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.
როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ისეთ მრავალრიცხოვან გაერთიანებასთან, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნულ პლატფორმაა.
„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე, სრულად არის შესრულებული მე-10 რეკომენდაცია. საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რასაც წინ, ძალიან ნაყოფიერი, წელიწადნახევრიანი თანამშრომლობა უძღოდა, ჩატარდა ორი დიდი კონფერენცია, რომელიც ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებას და ასოცირების შეთანხმებაში არსებულ სექტორულ მიმართულებებს ეხებოდა. პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ისეთ მრავალრიცხოვან გაერთიანებასთან, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - საქართველოს ეროვნულ პლატფორმაა.
რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების მიუხედავად, ,,ქართული ოცნება" აგრძელებს რეკომენდაციების შესრულებას, საქართველო აუცილებლად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს!“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024