22-10-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს 37-ე სხდომას გახსნის.
საქართველო, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF)საბჭოს 37-ე შეხვედრას2023 წლის 23-26ოქტომბერს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება საქართველოში ამ შეხვედრის გამართვის შესახებ მიღებულ იქნა სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდისსაბჭოს 36-ე შეხვედრაზე.
კლიმატის მწვანე ფონდი მსოფლიოს უდიდესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ეხმარება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში. აღნიშნული საბჭო შექმნილია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მონაწილე 194 ქვეყნის მთავრობების მიერ.
საბჭოს სხდომაში 300-მდე მონაწილეა, რომელთა შორის არიან თავად საბჭოს წევრები, მათი ალტერნატიული წევრები, მრჩევლები, სამოქალაქო საზოგადოებიდან და კერძო სექტორიდან დამკვირვებლები, აკრედიტირებული ორგანოები და სხვა უწყებები.