გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო მჭედლიშვილი: დღგ-ს დაბრუნების პროცესები საკმაოდ გამარტივებულია, რაც ჩვენს ფერმას საშუალებას აძლევს მაქსიმალურად მოკლე ვადაშიდაიბრუნოს თანხა

6-09-2018

სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე კომპანია „ყვარლის ბაგას“ ფინანსური დირექტორი ნინო მჭედლიშვილი ბიზნესისთვის დღგ-ს ავტომატური დაბრუნებისსისტემის მნიშვნელობაზე საუბრობს.  მისი თქმით აღნიშნული ინიციატივა დადებითი შედეგების მომტანი იქნება ბიზნესისათვის.

 

„ყვარლის ბაგა არის რძის მწარმოებელი კომპანია. საქართველოს კანონმდებლობით გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან, რაცკომპანიას საშუალებას აძლევს დააგროვოს საგადასახადო აქტივი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ფერმა ჯერ კიდევ იმყოფება საინვესტიციო ფაზაში, ძალიანმნიშვნელოვანი ფაქტორია დღგ-ს დაბრუნება მოხდეს შეუფერხებლად. ამ ეტაპზე დღგ-ს დაბრუნების პროცესები საკმაოდ გამარტივებულია, რაც ჩვენს ფერმასსაშუალებას აძლევს მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიბრუნოს თანხა. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მობრუნებული ფინანსებისრეინვესტირება“ - განაცხადა ნინო მჭედლიშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით დღგ-ს ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნებისrრეფორმით უკვე 280 მილიონი ლარია დაბრუნებული. სახელმწიფოს მიზანია, რომ მიმდინარე წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დაბრუნება მოხდეს ქართული კომპანიებისთვის. პრემიერი მოუწოდებს მეწარმეებს დაქართულ კომპანიებს - უფრო აქტიურად ჩაერთონ პროცესში და  შეავსონ განაცხადები.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031