გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ასადოვ კაპიტალ ჯორჯიას“ წარმომადგენელი: დღგ-ს დაბრუნების რეფორმა კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებაში დაგვეხმარება

6-09-2018

შპს „ასადოვ კაპიტალ ჯორჯიას“ წარმომადგენელი მარი გელაშვილი დღგ-ს დაბრუნების რეფორმას ეხმიანება. 
მისი თქმით, მისი კომპანიის შეფასება ამ რეფორმისადმი პოზიტიურია.
„მივიღეთ მონაწილეობა მთავრობის ამ ინიციატივაში. დღგ-ს თანხა უკან დაგვიბრუნდა და ამ თანხის რეინვესტირებას ისევ ჩვენსავე ბიზნესში ვაპირებთ. მე ჩემი კომპანიის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიის შეფასება საკმაოდ პოზიტიურია და ნებისმიერ ისეთ თემას მივესალმებით, რაც წაადგება ზოგადად ბიზნესს. ჩვენი კომპანია ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე და ამ რეფორმით მიღებული შედეგი დაგვეხმარება კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებაში“- განაცხადა გელაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31