გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: მას საერთო გეგმები გააჩნია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებთან და რამდენიმე თვეში ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდება

24-10-2023

„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი რას გააკეთებს, ეს არის „ნაცმოძრაობის“ საქმე. აწი შეუძლია ბევრი ილაპარაკოს თავის ნაცმოძრაობასთან, რომლის პრეზედენტადაც დარჩა. ჩვენი მხრიდან მას ლეგიტიმაცია აღარ აქვს - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, პრეზიდენტს საერთო გეგმები გააჩნია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებთან და რამდენიმე თვეში ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდება.

 

„ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი რას გააკეთებს, ეს არის „ნაცმოძრაობის“ საქმე. აწი შეუძლია ბევრი ილაპარაკოს თავის ნაცმოძრაობასთან, რომლის პრეზედენტადაც დარჩა. ჩვენი მხრიდან მას ლეგიტიმაცია აღარ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების მიერ დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლებისგან არ აქვს ლეგიტიმაცია, ანუ, არ აქვს საზოგადოებისგან ლეგიტიმაცია. რჩება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად, რომელმაც ის გადაარჩინა, რომ იმპიჩმენტი არ შემდგარიყო, შესაბამისად, მათთან ერთად სამომავლო გეგმები ექნება. მას საერთო გეგმები გააჩნია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებთან და რამდენიმე თვეში ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031