გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი : ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების ვიზიტი ბრიუსელში  ევროპასთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესის დაზიანების მცდელობაა  

6-09-2018


პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით, პოზიტიურია.


მისივე თქმით, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდანტების ბრიუსელში ვიზიტის მიზანია, რომ საქართველომ ვერ შეძლოს დადებითი შეფასებების მიღება.


„ევროპარლამენტი პირველად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების საკითხს და ამ შეფასებისთვის მომზადებული ანგარიში არის ძალიან პოზიტიური. ანგარიშში აღნიშნულია ჩვენი ქვეყნის მიღწევები და ის რეფორმები, რომელიც ევროპასთან გვაახლოებს. ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება ძალიან ხვდება გულზე ოპოზიციას. უკვე ვნახეთ მცდელობა სხვადასხვა ანგარიშებზე საუბრით საზოგადოების აზრის მანიპულირების, დღეს კი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების ვიზიტი ბრიუსელში ემსახურება ერთადერთ მიზანს, როგორმე დააზიანონ ეს პროცესი და ქვეყანამ ვერ შეძლოს იმ დადებითი შეფასებების მიღება, რომელსაც იმსახურებს. ოპოზიციისგან ეს გასაკვირი არ არის, ადრეც არაერთხელ უცდიათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათი მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031