გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის სესიაზე ჩემი გამოსვლისას მთავარი აქცენტი გაკეთდება არაღიარების პოლიტიკაზე, მის გაძლიერებასა და უსაფრთხოების გამოწვეებზე

25-10-2023

საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის 147-ე სესიაზე ჩემი გამოსვლისას მთავარი აქცენტი გაკეთდება არაღიარების პოლიტიკაზე, მის გაძლიერებასა და უსაფრთხოების გამოწვეებზე, რომლებიც დღევანდელ სამყაროში არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანგოლაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის 147-ე სესიაზე კავშირის ახალი პრეზიდენტს აირჩევენ.


„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვისთანაც ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, ის ასევე პრეზიდენტობის კანდიდატი. მას წინა ასამბლეაზეც შევხვდით და გვაინტერესებდა მისი გეგმები პრეზიდენტობასთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორ ხედავს საერთაშორისო ასამბლეის კავშირის როლს დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში.


დღეს ჩემი გამოსვლისას მთავარი აქცენტი გაკეთდება არაღიარების პოლიტიკაზე, მის გაძლიერებაზე და უსაფრთხოების გამოწვეებზე, რომლებიც დღევანდელ სამყაროში არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930