გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ფსკერზე დარჩენილია მხოლოდ გაშიშვლებული მოყიყინე ბაყაყების გუნდი სანაცეთის სახით, რომლებიც ურთიერთ განადგურებით არიან დაკავებულები

26-10-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

დავით ქართველიშვილი აქცენტს აკეთებს ჩინეთისა და ამერიკის ბოლო დროს დამთბარ პოლიტიკურ ურთიერთობებზე, რაც, ანალიტიკოსის თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის მორიგი დამარცხების ტოლფასია.

 

„ალბათ არაჰუმანური იქნება ეს ჩემი სტატუსი, იმ უმძიმესი ფონის გათვალისწინებით, რომელიც შეიქმნა სექტანტების რიგებში. მხოლოდ ბოლო 24 საათის კატასტროფა მაქვს მხედველობაში: პრემიერის უწარმატებულესი ვიზიტი ბრიუსელში, სტატუსის მინიჭების თაობაზე ფაქტობრივად მიღებული გადაწყვეტილება, სექტანტების ურთიერთ ჩაძირვა და „ნაცების“ „ფემიციდური“ ომი, ევროკავშირის პოლიტიკური დანაშაულის ჩადენაში მხილება და ა.შ. მაგრამ, ითხოვს ეს წარმატებული დღე „საკონტროლო“ გასროლას, განსაკუთრებით თინა ხიდაშელის ანტიჩინური კამპანიის მიმართულებით.

 

აშშ-ს ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვევა. ამ მოვლენის წინ, ნიუ-იორკში ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების ნაციონალური კრების (NCUSCR) ყოველწლიურ ვახშამზე წაკითხული იქნა სი ძინპინის მისასალმებელი წერილი, რომელშიც ჩინეთის პრეზიდენტმა მზაობა გამოხატა აშშ-თან პარტნიორობის, უთანხმოებების დაძლევისა და გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

 

ამავდროულად, ჩინეთში სი ძინპინმა მიიღო მასთან ვიზიტით ჩასული აშშ-ის დემოკრატიული პარტიის „იმედი“, კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი, სადაც კლიმატურ და პოლიტიკურ თემებთან ერთად, განხილული იქნა ფენტანილის ექსპორტის საკითხი, რაც ნიუსონმა შეაფასა, როგორც „საოცრად პოზიტიური მოვლენა“. კალიფორნიის გუბერნატორი ასევე შეხვდა ვან ის და (ეს მონაკვეთი განსაკუთრებით დაუმალეთ ხიდაშელს!) განიხილა მასთან საუბარში ორი სახელმწიფოს - ისრაელისა და პალესტინის შექმნის პერსპექტივა. გევინ ნიუსონი ასევე შეხვდა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჩჟენს და დაინტერესდა ჩინეთის ციხეში 2006 წლიდან მყოფი ამერიკელი პასტორის, დევიდ ლინის ამნისტირების შესაძლებლობით.

 

ყოველდღიურად წარმატებით მიმდინარეობს სანაცეთის ჭაობის „სამელიარაციო“ სამუშაოები. ფსკერზე დარჩენილია მხოლოდ გაშიშვლებული მოყიყინე ბაყაყების გუნდი, რომლებიც ურთიერთ განადგურებით არიან დაკავებულები. როგორც სანახაობა - საშინელებაა. როგორც მოვლენა - შესანიშნავი...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930