გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
ჩეხური პრესა: დღეს აფხაზეთში სულ უფრო მეტ ჰიჯაბიან ქალს შეხვდებით

7-09-2018

ჩეხური გამოცემა «Lidové Noviny Lidovky» აფხაზეთში არსებულ ვითარებას ვრცელ სტატიას უძღვნის და აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავშესაფარს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იღებს, რომლებსაც საცხოვრებლად ქართველების სახლებს სთავაზობენ.


„დღეს სოხუმის და ზღვისპირა ქალაქების ქუჩებში სულ უფრო მეტ ჰიჯაბიან ქალს დაინახავთ, რაც საკმაოდ უჩვეულოა. ხშირად ისმის არაბული ლაპარაკი. ლტოლვილთა უფრო მეტი რაოდენობა სირიიდან ჩამოსულია, რომლებმაც თავშესაფარი ამ არაღიარებულ და იზოლირებულ რესპუბლიკაში ჰპოვეს. ინფორმაციის ძირითადი წყარო, რომლის მიხედვით ისინი ლტოლვილობის გზას ადგებიან, სოციალური ქსელებია და ნაცნობები, რომლებმაც უკვე თავის მიზანს მიაღწიეს და სხვებსაც ორიენტაციას აძლევენ. ამიტომ აფხაზეთში სხვა ეროვნების მქონე ადამიანებიც, ვთქვათ, ავღანელებიც ჩადიან. რაც შეეხება სირიელ ლტოლვილებს, მათი რაოდენობა თითქმის 500-ს აღწევს"-ნათქვამია სტატიაში.


p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031