27-10-2023
“არა რუსულ კანონს!”
დემოკრატიის დროშა-ზელენსკი და მისი ტარი-არახამია, კორუფციასთან ბრძოლას იწყებენ" - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენის დაანონსებას.
მისი თქმით, უკრაინის სასამართლო NGO-სექტორს გადაუფორმა ზელენსკის მთავრობამ და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ვინ უნდა ჩააყენოს, ალბათ ოლიგარქი მეგობრები. საინტერესოა ქართველი გლუვტვინიანი ზელენსკომანები რა გამართლებას მოუძებნიან.
“არა რუსულ კანონს!”
დემოკრატიის დროშა-ზელენსკი და მისი ტარი-არახამია, კორუფციასთან ბრძოლას იწყებენ…
ნეტა, ის გლუვტვინიანი ჟურნალისტები და ქართველი ზელენსკომანები მარტში ვენებს, რომ იჭრიდდნენ რას იტყვიან, უკრაინის შემთხვევაში პრევენცია იქნებაო?!
ისე, უკრაინის სასამართლო NGO-სექტორს გადაუფორმა ზელენსკის მთავრობამ და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ვინ უნდა ჩააყენოს ავანგარდში, მეგობარი ოლიგარქები?
ძალიან მაინტერესებს, ქართველი გლუვტვინიანი ზელენსკომანები რა გამართლებას მოუძებნიან?" - წერს ქადაგიძე Facebook -ზე.