გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

27-10-2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა, რომელმაც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.


შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც დაფარავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრულ ვაჭრობას და მრავალ სხვა საკითხს. მხარეებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული შეთანხმების გავლენა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე.


აღინიშნა, რომ საქართველოსა და საამიროებს შორის ორმხრივი ვაჭრობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება - 2023 წლის 9 თვის მონაცემით, სავაჭრო ბრუნვა 64 პროცენტით, ექსპორტი კი 60 პროცენტით გაიზარდა. ითქვა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში გაფორმებული შეთანხმების ამოქმედება დადებითად აისახება ვაჭრობის დინამიკაზე და საქართველოს მწარმოებლებს დამატებით გაუხსნის გზას არაბთა გაერთიანებული საამიროების 10-მილიონიანი მაღალმსყიდველუნარიანი ბაზრისკენ. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა პოზიტიურ ეკონომიკურ დინამიკას და საქართველოში არსებულ საინვესტიციო შეთავაზებებს.


საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის, საჰაერო მიმოსვლის, ენერგეტიკის და სხვა სექტორებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930