გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
IMO-ს გენერალური მდივანი: აბრეშუმის გზის ფორუმი ძალიან ეფექტურად, ძალიან სტაბილურად მუშაობს

27-10-2023

„აბრეშუმის გზის ფორუმზე დავინახე უფრო მაღალი მონდომება და მოტივაცია რეგიონის ქვეყნებიდან შუა დერეფნის პროექტთან დაკავშირებით - ჩანს მათი დიდი მონდომება და იციან, რა გააკეთონ, რაც ძალიან პერსპექტიულია" - ამის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანმა, კიტაკ ლიმმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აბრეშუმის გზის ფორუმის პანელში სახელწოდებით „შუა კორიდორი."


„მე დავინახე მეტი ყურადღება გლობალური საზოგადოების მხრიდან - ეს პროექტი აღარ შემოიფარგლება ამ რეგიონით, არამედ ეხება გლობალურ ვაჭრობას და გლობალურ ეკონომიკას. ამ თვალსაზრისით, მე დავინახე დადებითი სიმპტომები, რაც უფრო მეტ ყურადღებას იქცევს გლობალური საზოგადოებიდან. აბრეშუმის გზის ფორუმი მუშაობს ძალიან ეფექტურად, ძალიან სტაბილურად" - აღნიშნა კიტაკ ლიმმა.


მისივე შეფასებით, გლობალური მიწოდების ჯაჭვის თვალსაზრისით, შუა დერეფანი დიდად შეუწყობს ხელს გლობალურ ეკონომიკას და, ასევე, გლობალური ვაჭრობის გაფართოებას.


„კავშირისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა სარგებელს მოუტანს ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი მოსახლეობას რეგიონის ქვეყნებში" - განაცხადა ლიმმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930