29-10-2023
"სტატუსი განსაკუთრებული არაფერია, გარდა პოლიტიკური ჟესტისა," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს სოციალურ ქსელში.
იგი ეხმიანება "ლელოს" წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქვეყნის ევროინტეგრაციის შეუქცევადობას არ ნიშნავს.
“პირველი მერცხალიც” გამოფრინდა, სამნიძის განცხადების მოწინააღმდგეთა სიიდან… მთლად იმას ვერ იტყვის, რომ არ ეკუთვნის სტატუსი საქართველოს და ის ნაძირალა, ვისზეც სხვა უსამშობლო, სამნიძე საუბრობდა მე ვარო, მაგრამ “ნარატივი” გამოაცხო - ნუ, სტატუსი არაფერია და ილუზიაა, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი შეუქცევადი გახდებაო… ანუ, მიხვდა ეს “დედაზე ადრე დაქალებული”, რომ დიდი ალბათობით გვაძლევენ სტატუსს და ვითომ სასხვათაშორისოდ თქვა - არაფერია ეს სტატუსიო…
ერთი წელია ზუსტად მაგას ვსაუბრობთ, რომ სტატუსი განსაკუთრებული არაფერია, გარდა პოლიტიკური ჟესტისა, რომელიც საქართველოზე მეტად არც უკრაინასა და არც მოლდოვას ეკუთვნის, მაგრამ თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, პირველ რიგში საქართველო იმსახურებს! ჰოდა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო და უნდა მოგვანიჭონ სტატუსი, უნდა გვაღიარონ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ, რადგან არც ცალ ფეხზე ხტომით მიგვიღია “ბენეფიტები” და არც ვიღაცის დაკრულზე ვაპირებთ გავლას! აქედან გამომდინარე, სალომე სამადაშვილის და ლელოს თაღლითი დედაც ვატირე- “ ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდის" - წერს ქადაგიძე.