გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში, რუსთაველის ქუჩაზე ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა დაიწყო

30-10-2023

კასპის მუნიციპალიტეტში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

ქალაქში, რუსთაველის ქუჩაზე ხელოვნურ საფარიანი მოედნის მშენებლობა დაიწყო, რომლის პირველი ეტაპის სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო.

 

პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას შპს „დანი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.

 

კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 9 ხელოვნურ საფარიანი მოედნის მოწყობაა დაგეგმილი, მათგან ნაწილი დასრულებულია, ნაწილის მშენებლობა კი მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031