გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მავნებლობის ხარისხი ერთი ათად არის გაზრდილი მათი მხრიდან, ვინც დეკანოიძემ და ხათუნა სამნიძემ ამხილა, თქვან კონკრეტული სახელები და გვარები

31-10-2023

კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მავნებლობის ხარისხი ერთი ათად არის გაზრდილი მათი მხრიდან, ვინც დეკანოიძემ და ხათუნა სამნიძემ ამხილა - განუცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

მამუკა მდინარაძე მოუწოდებს მათ, დაასახელონ კონკრეტული სახელები და გვარები, ვინც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მუშაობს.

„ახლა მავნებლობის ხარისხი კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ასევე ერთი ათად არის გაზრდილი მათი მხრიდან მათ შორის, ვინც ამხილა დეკანოიძემ და ხათუნა სამნიძემ. მოწოდებას გავახმოვანებდი კიდევ ერთხელ, კონკრეტული სახელები და გვარები იციან, ჩვენც ვიცით, ჩვენც ვამბობთ, მაგრამ შეიძლება სუბიექტურები ვიყოთ ხომ? თქვან კონკრეტული სახელები და გვარები. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მაგალითად ნიკა გვარამია, ესენი არიან „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ნაცგაერთიანების“ ლიდერები, ესენი არიან „ლელოს“ ლიდერები, კონკრეტულად გეუბნებით. კეთილი ინებონ და მათაც გაახმოვანონ, ჯობია, რადგან თქვეს, მარილი ბოლომდე მოაყარონ და თქვან, რეალურად ეს ადამიანები დიახ, მუშაობენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და ხვეწნა მიდის პირდაპირი გაგებით სხვადასხვა კულისებში, რომ იქნებ „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოგვცეთ და მერე მოგვცეთ, ან იქნებ ისეთი მესიჯები მაინც გაახმოვანოთ, რომ ხელისუფლება გააკრიტიკოთ და ხალხს დავანახოთ რამენაირად რომ ეს არ არის მათი დამსახურება და ხალხზე გავაკეთოთ აქცენტი, რომ რაღაცნაირად პიარულად შეფუთონ ისე, რომ ჩვენ არ გვინდოდა თურმე სტატუსი და ძალით გვაძლევენ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930